დღის ამბებიეკონომიკა

ლაგოდეხში ბოსტენულს საბითუმო ბაზარი გაიხსნა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ კაბალში საბითუმო ბაზარი მომხმარებლებს ამ ეტაპზე სატესტო რეჟიმით ემსახურება. ბაზარი სრული დატვირთვით მუშაობას რამდენიმე დღეში დაიწყებს.

“ბაზარში ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რათა დაცული იყოს სოციალური დისტანცია და მოხდეს სპეციალისტების რეკომენდაციების სრული გათვალისწინება. ბაზარი ჯერჯერობით სატესტო რეჟიმით ფუნქციონირებს,”– განაცხადა ლაგოდეხის მერმა , ჯონდო მდივნიშვილმა.

ფერმერების ნაწილი ადგილზე კიტრის მოსავლს უკვე აბარებს. ლაგოდეხის მერია კი წელს 100 ათას ტონამდე კიტრის მოსავალს ელოდება.

საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზდუვდებისა და მერიის მიერ საშვების გაცემის მიუხედავად, ფერმერები კიტრის რეალიზაციის პრობლემაზე საუბრობდნენ. სწორედ ამ მიზეზით 23 აპრილს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ჩავიდა.

სოლომონ პავლიაშვილმა მოსახლობას მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ აცნობა და პირობა დადო, რომ ფერმერები პროდუქტის გაყიდვას დროულად შეძლებდნენ და მუნიციპალიტეტში მომავალი კვირიდან საბითმო ბაზარი გაიხსნებოდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close