დღის ამბები

ყვარელში 25 წლის მამაკაცი დაჭრეს

ყვარელში, 25 წლამდე კაცს თავის და სხეულის სხვადასხვა არეში ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენეს. შემთხვევა დააახლოებით 2 საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, სუფრაზე ოჯახის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რომელიც ეზოში გაგრძელდა.

სტუმრად მყოფ სიძის ძმას ერთ-ერთმა სუფლის წევრმა თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა. მიყენებული დაზიანებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პაციენტი უგონო მდგომარეობაში თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსა.

ექმიების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close