ლაგოდეხში, ტყე-პარკის ტერიტორიაზე, პოეზიის მოყვარულთათვის მსახიობებმა, მაკა შალიკაშვილმა და დავით დარჩიამ პოეზიის საღამო – „პოეზია სულის საზრდო“ მოაწყო.
მხატვრული კითხვის ოსტატებმა, ღონისძიებაზე, გალაკტიონ ტაბიძის ლექსების მიხედვით, ლიტერატურული პერფორმანსი; მუხრან მაჭავარიანის, ვახტანგ ახალაძის, მურმან ლებანიძის, ოთარ ჭილაძის, ტერენტი გრანელისა და შოთა ნიშნიანიძის სამშობლოს სიყვარულით გამთბარი ლირიული ლექსები წაიკითხეს და სხვადასხვა ეპოქის ქართველი მწერლების ნაშრომებისა და თანამედროვე ქართული პოეზიის შესახებ იმსჯელეს.
ცნობისთვის, ლაგოდეხში მრავალფეროვანი, ახალგაზრდული,
შემეცნებით- გასართობი აქტივობების ჩატარება, მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, ტრადიციადაა დამკვიდრებული და ინტენსიურად იმართება.