გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქ გურჯაანში კოსტავას და თაყაიშვილის ქუჩების რეაბილიტაციას ახორციელებს.
გზის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 528 356 ლარით ფინანსდება და 660 მეტრი სიგრძის გზის, ბორდიურების, და ეზოებში შესასვლელების რეაბილიტაციას მოიცავს.
ცნობისთვის, მიმდინარე წელს, ქალაქ გურჯაანში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 5 ქუჩის რეაბილიტაცია ხორციელდება, რისთვისაც ჯამში 1 333 000 ლარი იხარჯება.