ლაგოდეხირეგიონი

ლაგოდეხში ციფრული ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდების სწავლის საფასური დაფინანსდება

ლაგოდეხის მერის, ჯონდო მდივნიშვილის ინიციატივით, ციფრული ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდების სწავლის საფასური, სრულად დაფინანსდება.

მერიის მიერ გამოცხადებული, პროექტი ,,ჩემი მომავალი პროფესიის“ ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლენილი, ციფრული ტექნოლოგიებით დაინტერესებული 30 ახალგაზრდა, ნეო უნივერსიტეტის „Skillwill საქართველოში“ ისწავლის.

საინფორმაციო შეხვედრას, რომელიც დედაქალაქში გაიმართა, ნეო უნივერსიტეტი „Skillwill საქართველოს“ დირექტორი, ლანა ჩხარტიშვილი წარუძღვა.

„ციფრული ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, საშუალებას ვაძლევთ „Skillwill საქართველოს“ ნეო უნივერსიტეტში ისწავლონ. ამ ეტაპზე, 30 ახალგაზრდა შეირჩა. მინდა წარმატებები ვუსურვო თითოეულ მათგანს და აღვნიშნო, რომ პირველად, მერიის, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდების სწავლა დაფინანსდება“, – განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.

Show More

Related Articles

Close