დღის ამბებიკულტურასაზოგადოება

ალავერდის სამონასტრო კომპლექსზე დაზიანებების შესწავლა და ღონისძიებების დაგეგმვა გრძელდება

ალავერდის სამონასტრო კომპლექსზე სტიქიის შედეგად მიყენებული დაზიანებების შესწავლა და სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვა გრძელდება.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით- არქიტექტორ-რესტავრატორებმა და კონსტრუქტორმა აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ მეუფე დავითთან ერთად დეტალურად განიხილეს ალავერდის სამონასტრო კომპლექსში შემავალი ობიექტების შემდგომი რეაბილიტაციის საკითხები.

პარალელურად მიმდინარეობდა მონასტრის ეზოში გადაუდებელი რეაბილიტაციისთვის საჭირო ხარაჩოს დასაწყობების დასკვნითი ეტაპი.

ამ მომენტისთვის სპეციალისტების მონაწილეობით მონასტრის შიდა პერიმეტრზე ხარაჩოს მონტაჟისთვის აუცილებელი მასალის მიტანა – განთავსების პროცესი დასრულებულია. ამასთანავე, იგეგმება ინვენტარული ხარაჩოს მოწყობის I ეტაპის სამუშაოები, რათა საშუალება მიეცეთ რესტავრატორებს, ზუსტად შეაფასონ გუმბათის მდგომარეობა და განსაზღვრონ მომდევნო ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოების რიგითობა და მასშტაბი. სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულად ჩასატარებლად, ადგილზე გაიგზავნა 1500 კვ.მ-ის ხარაჩო.

 

Show More

Related Articles

Close