განათლებალაგოდეხირეგიონი

ლაგოდეხის მერიისგან 1000 ლარით დასაჩუქრდება ყველა აბიტურიენტი რომელიც ეროვნულ გამოცდებზე 100%- იან გრანტს მოიპოვებს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, ყველა აბიტურიენტი, ვინც წარმატებით ჩააბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს და გახდება საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი, მერიისგან, წახალისების მიზნით, ერთჯერად, 400, 500, 600 ლარს, საჩუქრად მიიღებს- ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივ მერიაში ავრცელებენ, მათივე თქმით ასევე-  1000 ლარით დასაჩუქრდება ყველა ის აბიტურიენტი, რომელიც ეროვნულ გამოცდებზე 100%- იან გრანტს მოიპოვებს.

ცნობისთვის- წახალისდებიან  საქართველოში აკრედიტებულ პროფესიულ სასწავლებელში ჩარიცხული ახალგაზრდებიც. მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები კი, კვლავ მიიღებენ მერიის სტიპენდიას.

 

Show More

Related Articles

Close