დღის ამბებიეკონომიკასაზოგადოება

გიორგი ალადაშვილი ჩინური კომპანიის “XinXuan Group” წარმომადგენლებს შეხვდა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი ჩინური კომპანიის “XinXuan Group” წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხევდრაზე- მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ კულტურულ და ეკონომიკურ მიმართულებებზე იმსჯელეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განსაზღვრეს.

ცნობისთვის, კომპანია ქართულ ღვინოს პოპულარიზაციას ჩინეთის ბაზარზე უწევს. აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა კომპანიის წარმომადგენლებს ქართული ღვინის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სერტიფიკატები გადასცა.

Show More

Related Articles

Close