მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, ყვარლის მუნიციპალიტეტში დასახლებული პუნქტები კოღოს საწინააღმდეგო ხსნარით შეიწამლა.
ყვარლის მერიის ინფორმაციით- კოღოს საწინააღმდეგო ხსნარით დამუშავდა შემდეგი სოფლები: მთისძირი, ბალღოჯიანი, ახალსოფელი, თივი, თხილისწყარო, საცხენე, შოროხი, გავაზი, კუჭატანი, სანავარდო, წიწკანაანთსერი, ჭიკაანი, ზინობიანი, ჩანტლისყურე, შილდა, ენისელი, საბუე, ალმატი, გრემი და შაქრიანი. ასევე, ქალაქი ყვარელი.
ცნობისთვის, წამლობა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდა.