იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, კრივში ჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნულ ლიგაში გაიმარჯვა.
უნივერსიტეტის ინფორმაციით- 19 წლის თელაველმა სპორტსმენმა მეტოქე პირველივე რაუნდში ჩააგდო ნოკაუტში და ყველასგან დაუმარცხებელ მოკრივეს მოუგო.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტია და ჩეხეთში , ქალაქ ბრნოს მენდელის უნივერსიტეტში, გაცვლითი პროგრამით იმყოფება.
თელაველი სტუდენტი თანამედროვე კლასიკური კრივის სახეობაში, 86 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს და სწავლის პარალელურად, ჩეხურ სპორტულ კლუბში ვარჯიშობს.