Home რეგიონი გურჯაანი გურჯაანში 1 ივნისს სხვადასხვა საბავშვო ღონისძიება გაიმართება

გურჯაანში 1 ივნისს სხვადასხვა საბავშვო ღონისძიება გაიმართება

1 ივნისს, გურჯაანში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, სხვადასხვა საბავშვო ღონისძიება გაიმართება.

გასართობი ღონისძიებები გურჯაანის ცენტრალურ პარკში 12 საათიდან დაიწყება.

” პროგრამა:

12:00 -15:00 საათი

სპორტული აქტივობები;
,,მხიარული მუსიკალური თამაშები“;
სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა;
სახეზე მოხატვა;
ასფალტზე ხატვა;
ანიმაციური გმირები;

14:00 საათი

გურჯაანის თოჯინების სახელმწიფო თეატრი,
ელენე მაცხონაშვილის სპექტაკლი ,,ღამეთა გრძელი ზღაპარი,, ;

15:00 – 17:00 საათი

საბავშვო კონცერტი ,,leko’s Studio”;
გურჯაანის ნინო რამიშვილის სახელობის ქორეოგრაფიულ სტუდიასთან არსებული აკრობატული ცეკვების ჯგუფი ,,მერცხლები“ “,- აღნიშნავენ გურჯაანის მერიაში.