Home დღის ამბები პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ვეტოს დაძლევას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო არ გაიზიარა.

კანონის ამოქმედებამდე რამდენიმე პროცედურაა დარჩენილი, პრეზიდენტს ხუთი დღე აქვს დოკუმენტის ხელმოსაწერად. თუ აღნიშნულ ვადაში მან კანონს ხელი არ მოაწერა, კიდევ ხუთი დღის ვადაში, მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე, რის შემდეგაც კანონი ამოქმედდება.