დღის ამბებიეკონომიკა

გიორგი გახარია: თვითდასაქმებულ მოქალაქეებს სახელმწიფო ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს გადაუხდის

თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, მათი იდენტიფიცირების შემდეგ, სახელმწიფო ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს გადაუხდის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენისას, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენი მოქალაქეების ფენა, რომლებიც არაფორმალურად იყვნენ დასაქმებულები ან თვლიდნენ თავს თვითდასაქმებულად, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსთვის არის უკიდურესად რთული მათი იდენტიფიცირება, რადგან ისინი არ აღირიცხებიან არც ერთ ოფიციალურ ბაზასა და წყაროში. მაგრამ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ სოციალური დახმარების სამსახურების მეშვეობით და მათი იდენტიფიცირების მაქსიმალური გამარტივების გზით, მაშინ როდესაც მოხდება ასეთი ადამიანების იდენტიფიცირება, გაუწიოს ამ ადამიანებს ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით. ამ ღონისძიების დაახლოებითი ბიუჯეტი იქნება 75 000 000 ლარი“, – განაცხადა გახარიამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close