დღის ამბებიეკონომიკა

კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა 3 500 000 000 ლარს დახარჯავს

ჯამში კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა 3 500 000 000 ლარს დახარჯავს, საიდანაც 1,35 მილიარდი ლარი მოქალაქეებზე ზრუნვასა და მათ სოციალურ მხარდაჭერას მოხმარდება, 2.110 მილიარდი ეკონიმიკაზე ზრუნვასა და მეწარმეობის მხარდაჭერას, 350 მილიონი კი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებასა და პანდემიასთან ბროლას – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

„2 ფრონტია. ჯანმრთელობა და ეკონომიკის გადარჩენა. ყველას გვესმის, რომ რომელიმეს ცალკე აღებულ ფრონტზე გამარჯვებას არანაირი აზრი არ აქვს ქვეყნის გრძლევადიანი განვითარებისთვის. ჩვენ ვართ იმ მდგომაროებაში, როცა უნდა გავიაზროთ, რომ უნდა გავიმარჯვოთ ერთი მიმართულებითაც და მეორე მიმართულებითაც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოში კორონავირუსი 431 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 114 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში გადმოიყვანეს.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close