Home დღის ამბები გივი ზაუტაშვილმა ჭიკაანში ახლად გახსნილი ბიბლიოთეკა მოინახულა

გივი ზაუტაშვილმა ჭიკაანში ახლად გახსნილი ბიბლიოთეკა მოინახულა

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა ა.ა.ი.პ ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელთან მაია ზარდიაშვილთან ერთად სოფელ ჭიკაანში ბიბლიოთეკა მოინახულა.

მერი ბიბლიოთეკის თანამშრომლებს შეხვდა, არსებული სივრცეები და წიგნადი ფონდი დაათვალიერა, რომელიც 10 ათას წიგნს მოიცავს.

შეგახსენებთ, ბიბლიოთეკამ ერთი თვეა, რაც ფუნქციონირება დაიწყო.