დღის ამბებიეკონომიკასაზოგადოება

თუშეთთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები აქტიური რეჟიმით მიმდინარეობს

თუშეთთან დამაკავშირებელ ერთადერთი საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები აქტიური რეჟიმით მიმდინარეობს. ფშაველი- აბანო- ომალოს გზის 35-ე კილომეტრამდე უკვე მოხდა გზის ზვავისგან, მეწყერისგან და ქვა-ღორღისგან გაწმენდა. ხვალიდან პროცესში ჩაერთვება მძიმე ტექნიკა, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინიტრომ გასულ წელს ახმეტის მუნიციპალიტეტს გადასცა.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ენერჯი ნგრუპი’’ აწარმოებს.

,,თუშეთთან დამაკავშირებელი გზის 56-ე კმ-ზე, სადაც გასულ წელს გზის აღნიშნული მონაკვეთი დატბორილი იყო, რამდენიმე დღის წინ ვერტმფრენით დავათვალერეთ. აღსანიშნავია, რომ გზა წყლით დაფარული არაა, ახლა მთაში თოვლი მოვიდა, ამას გადაუღებელი წვიმებიც ერთვის და მდინარე ალაზნის დონე რამდენად მოიმატებს, იმაზეა დამოკიდებული რა მდგომარეობა იქნება გზის ამ მონაკვეთზე,”- განაცხადა ახმეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა.

დიდთოვლობის გამო თუშეთის ერთადერთი საავტომობილ გზა ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდე იკეტება. ამ პერიოდში მაღალმთიან სოფლებთან დაკავშირება მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი, რომელიც კვირაში ერთხელ ადგილობრივების და მესაზღვრეების გადაყვანას უზრუნველყოფს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close