დღის ამბებისაზოგადოება

დაქირავებით დასაქმებული პირები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან უხელფასო შვებულებაში გაუშვეს, თვეში 200 ლარს მიიღებენ

დაქირავებით დასაქმებულები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში დახმარების სახით მიიღებენ 1200 ლარს, ექვსი თვის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომელმაც ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარადგინა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დახმარება თვეში 200 ლარს შეადგენს.

„დღეის მდგომარეობით ეს სქემა, თითეულ ჩვენს მოქალაქეზე ზრუნვის მიზნობრივი სოციალური დახმარებისა გამოიყურება შემდეგნაირად – ყველა ის დაქირავებით დასაქმებული პირი, რომელმაც კრიზისის პერიოდში, საგანგებო მდომარეობის გამოცხადების შემდგომ დაკარგა სამსახური, რომელიც ოფიციალურად მუშობდა და დაკარგა სამსახური, აღარ აქვს სამსახური და ვეღრ იღებს ხელფასს, მიიღებს დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან 1200 ლარის ოდენობით ექვსი თვის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველთვიურად ასეთი ადამიანები მიიღებენ 200 ლარს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ამ დახმარების მდგრადობა. ჩვენ გვესმის და მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ვეხმარებით თითეულ მოქალაქეს 1200 ლარის ოდენობით, ყოველთვიურად 200 ლარის გაცემით“, – განაცხადა პრემიერმა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close