ლაგოდეხირეგიონი

სოფელ გიორგეთმა ტრადიციად ქცეულ პასკის ფესტივალს უმასპინძლა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგეთმა, ტრადიციად ქცეულ პასკის ფესტივალს უმასპინძლა.

ადგილობრივი მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ დაეგემოვნებინათ, წარმოდგენილი პასკა, ღვინო და ქართული ტრადიციული კერძები, ასევე- დაეთვალიერებინათ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, დასწრებოდნენ, ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მიერ წარმოდგენილ კონცერტსა და საბავშვო გასართობ აქტივობებს.

ცნობისთვის, სოფელ გიორგეთში, პასკის ფესტივალი 2019 წელს დაფუძნდა და ყოველ წელს აღდგომის დღესასწაულის შემდეგ იმართება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close