გურჯაანირეგიონი

სოფელ ქოდალოში წმინდა გიორგის ეკლესიასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია ხორციელდება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ქოდალოში წმინდა გიორგის ეკლესიასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.

პროექტის მიხედვით რეაბილიტაცია ჩაუტარდება 979 მეტრი სიგრძის გზას.

ცნობისთვის, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მთის ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით 422 956 ლარით ფინანსდება.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close