რეგიონიყვარელი

ყვარელში ექსტრემალური სპორტული თამაშის ფეინთბოლის ჩემპიონატი გაიმართა

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ქალაქის შემოსასვლელში არსებულ სკვერში, ექსტრემალური სპორტული თამაშის, ფეინთბოლის, ჩემპიონატი გაიმართა.

შეჯიბრებაში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 45 ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას.

დაკომპლექტებული 9 გუნდიდან, გამარჯვება გუნდმა „ნაუცბაუზმა” მოიპოვა, რომელიც ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციის მიერ გამართულ, საქართველოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.

გამარჯვებულ გუნდს საპატიო თასი გადაეცა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close