დღის ამბები

პანკისის ხეობის იმამის გადაწყვეტილებით, მეჩეთში კოლექტიური ლოცვის შესრულებასთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვები რამადანის თვესაც ძალაში დარჩება

ცვლილება შეეხო მხოლოდ პარასკევის ლოცვის შესრულების წესს.

კერძოდ, თუ აქამდე საერთოდ არ ტარდებოდა, რამადანის თვეს, სრულიად რომ არ შეწყდეს ჯუმა და პარასკევის მიმართვა (ხუტბა), იგი ჩატარდება, ოღონდ შემდეგი წესით:

▪︎პარასკევის ლოცვას და მიმართვას (ხუტბა) დაესწრება 3-4 ადამიანი:

1. მუეძინ (ვინც ლოცვისკენ დღეში 5-ჯერ მოუწოდებს მრევლს),
2. ის ვინც პარასკევ დღეს მეჩეთში მიმართვას აღავლენს (ხუტბა),
3. სოფელში იმამის წარმომადგენელი.
4. მეოთხე ადამიანი კართან იდგება, რათა ჯუმაზე მომავალ მრევლს აუხსნას სიტუაცია, რომ შუადღის ლოცვა ჩვეულებრივ სახლში შეასრულონ.

სხვა ადამიანი, გარდა ამ ოთხი კაცისა, არ იქნება წარმოდგენილი მეჩეთში.
პარასკევის ხუტბა 15-20 წთ. გაგრძელდება.
პანკისის ხეობის იმამმა მოუწოდა მოსახლეობას, რომ გაგებით მოეკიდონ და გაითვალისწინონ მიღებული გადაწყვეტილება.

▪︎რაც შეეხება თარავის ლოცვებს, რომლებიც რამადანის თვეს ყოველ ღამე სრულდებოდა მეჩეთებში.

ხეობის იმამის გადაწყვეტილებით თარავის ლოცვები მეჩეთში არ შესრულდება და მრევლმა სახლში უნდა შეასრულონ.

“კორონავირუსისგან გამოწვეული საფრთხის გამო თარავის ლოცვებზე არ შევიკრიბებით მეჩეთში. როგორც ფარძ ნამაზებს, ანუ სავალდებულო ნამაზებს ვასრულებთ სახლში, ისე თარავის ნამაზებიც სახლში შესრულდება”.

იმამმა პანკისის ხეობის მუსლიმ მრევლს მოუწოდა, რომ ყველამ გავითვალისწინოს არსებული საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის პირობები. მისი თქმით, მართალია კახეთში ჯერ არ გვაქვს დაფიქსირებული შემთხვევა, შიდა გავრცელებიდან გამომდირე სიფრთხილე მაინც უნდა გამოვიჩინოთ.

“მართალია მეჩეთში ლოცვები არ სრულდება, თუმცა, სახლში ლოცვა და თარავის შესრულება ღვთის წყალობით აუცილებლად დაგვიფასსება” – ამბობს იმამი თავის მიმართვაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close