დღის ამბები

თელავში ფერმერებისა და მევენახეების ხელშეწყობის მიზნით, სპეციალური მაღაზიები იმუშავებს

თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის თქმით, რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით, ხელისუფლების მიერ მოსახლეობის ავტომობილებით გადაადგილების დაშვებასთან ერთად, ფერმერებსა და მევენახეებს საშუალება ეძლევათ, სპეციალურ მაღაზიაში პესტიციდები შეიძინონ.

დღეს, თელავის მუნიციპალიტეტის მერი, შოთა ნარეკლიშვილი ერთ-ერთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (შხამ-ქიმიკატების) მაღაზიაში იმყოფებოდა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მაღაზიები იხსნება ფერმერებისთვის ხელსაყრელ დროს, რათა მათ რეგულაციების ფარგლებში შეძლონ სასუქისა თუ ვენახის შესაწამლად აუცილებელი პრეპარატების შეძენა.”-აღნიშნა შოთა ნარეკლიშვილმა.

თელავში ფერმერებისა და მევენახეების ხელშეწყობის მიზნით, სპეციალური მაღაზიები იმუშავებს

თელავში ფერმერებისა და მევენახეების ხელშეწყობის მიზნით, სპეციალური მაღაზიები იმუშავებსდღეს, თელავის მუნიციპალიტეტის მერი, შოთა ნარეკლიშვილი ერთ-ერთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (შხამ-ქიმიკატების) მაღაზიაში იმყოფებოდა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

Posted by მთავარი ამბები კახეთიდან/mak.ge on Thursday, April 23, 2020

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close