არქეოლოგებმა თელავში მეომრის სამარხი აღმოაჩინეს

0

თელავში, დაზვერვითი სამუშაოების დროს ზუზუმბოს ტერიტორიაზე, საავტომობილო გზის მიმდებარედ, გვიანი ბრინჯაოს – ადრე რკინის ხანის ჩვ.წ.ა-მდე II-I ათასწლეულით დათარიღებულ სამარხს მიაკვლიეს.
სამარხში აღმოჩნდა ადამიანის ჩონჩხის ნაწილები, რკინის დანა და თიხის საყოფაცხოვრებო სამარხეული ჭურჭელი.

ილიას უნივერსიტეტის პროფესორის, ნიკა თუშაბრამიშვილის თქმით, სამარხი სავარაუდოდ, იმ ეპოქის წარჩინებულ მეომარს უნდა ეკუთვნოდეს.

„იმის თქმის საფუძველს, რომ შესაძლოა, სამარხი წარჩინებულ მეომარს ეკუთვნოდეს, აღმოჩენილი არქეოლოგიური ნივთების დიდი რაოდენობა გვაძლევს. ადამიანის ძვლები მეცნიერებათა აკადემიასთან არსებულ ქართული გენეტიკის კვლევის კომისიას და მედიცინის ისტორიის მუზეუმს გავუგზავნეთ, მათი დასკვნის შემდეგ, ზუსტად გვეცოდინება დეტალები”,- განაცხადა თუშაბრამიშვილმა.

თელავში აღმოჩენილი სამარხის ტერიტორიაზე სამაროვანის და დასახლებების სავარაუდო არსებობის დასადგენად, დაზვერვითი სამუშაოები გაგრძელდება. აღმოჩენილი მასალა თელავის ისტორიულ მუზეუმს გადაეცემა.


Facebook Comments

Don`t copy text!