განათლებადღის ამბებისაზოგადოება

ზემო ალვნის საჯარო სკოლის მოსწავლეები გაცვლითი პროგრამით- ციურიხში

ახმეტის რაიონის, სოფელ ზემო ალვნის 1 და მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, გაცვლითი პროგრამით, შვეიცარიაში იმყოფებოდნენ.

13 წლის მარიამ ბუქვაიძე და 16 წლის ლიზი ნავგურაიძე, იმ 5 წარმომადგენელს შორის მოხვდნენ საქართქველოდან, რომლებიც კონფერენციაზე- “დემოკრატია ფოკუსში” სიტყვით გამოვიდნენ და ინგლისურ ენაზე ნაშრომი წარადგინეს.

ცნობისთვის- 2024 წლის მასშტაბური კონფერენცია, შვეიცარიის დედაქალაქ ციურიხში მიმდინარეობდა.
პროექტის გახსნის ცერემონიალი ჩატარდა ციურიხის მერიის ისტორიულ შენობაში, სადაც მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა შვეიცარიის ელჩმა UN-ში თომას გიურბერმა, იგი ხელმძღვანელობს FDFA-ს გაეროს განყოფილებას, კონფერენციის მხარდამჭერია ციურიხის უნივერსიტეტი და Zumun 2024 საორგანიზაციო გუნდი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close