დღის ამბები

კახეთი კვლავ ,,მწვანე ზონად” რჩება-23 აპრილის მონაცემები

23 აპრილის მონაცემებით, კახეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 30 ნიმუშის პასუხი კოვიდ 19-ზე უარყოფითია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, ნიმუშები კარანტინის სივრცეებიდან და ცხელების ცენტრებიდან აიღეს.

“გუშინ ლუგარის ცენტრში გაგზავნილი იქნა კახეთიდან 30 ნიმუში ტესტირებისათვის როგორც ცხელების ცენტრებიდან, ისე –  საკარანტინე სივრცეებიდან და ყველა ნიმუშის პასუხი კოვიდ 19 -ზე უარყოფითია”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

კახეთის რეგიონის მასშტაბით, 10 საკარანტინო ლოკაციაზე ამ დროისთვის 535 მოქალაქე იმყოფება, ხოლო თვითიზოლაციაში 13 ადამიანი რჩება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 420 დადასტურებული შეთხვევაა, მათგან 107 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 5223 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 584 პირია.

COVID 19- 23 აპრილის მონაცემები

23 აპრილის მონაცემებით, კახეთში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება. – ლუგარში გაგზავნილ მორიგ 30 ანალიზზე პასუხი უარყოფითია!??#კახეთიმწვანეზონაა

Posted by მთავარი ამბები კახეთიდან/mak.ge on Thursday, April 23, 2020

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close