დღის ამბებიკულტურა

თელავში ელენე ახვლედიანის დაბადებიდან 123- ე წლისთავი აღინიშნა

თელავში, ელენე ახვლედიანის დაბადებიდან 123- ე წლისთავი აღინიშნა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად- “ძველ ბაღში” ელენე ახვლედიანის საიუბილეო წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიებაზე ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. წელს პირველად, ელენე ახვლედიანის დაბადების დღეს, ტარდება კონკურსი თავისუფალ მხატვრობაში, რომელშიც სამხატვრო სკოლის მოსწავლეები და დაინტერესებული პირები იღებენ მონაწილეობას.

კონკურსში გამოვლინდებიან გამარჯვებულები, შემდეგ ნომინაციაში: საუკეთესო ფერწერა, საუკეთესო კომპოზიცია და საუკეთესო ტექნიკა.

გამარჯვებულებს მერიისგან ფულადი ჯილდო – 500 ლარიანი ვაუჩერი გადაეცემათ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close