ბლოგიდღის ამბებისაზოგადოება

საკოლექციო თოჯინები შალაურიდან – სალომე გრემელაშვილის ახალი გატაცება

სალომე გრემელაშვილი, სოფელ შალაურში ცხოვრობს და 6 წელია პოლიმერულ თიხაზე მუშაობს.

მიუხედავად ორი ცელქი შვილისა, უამრავი ხელნაკეთი ნივთი აქვს,
თუმცა მისი ამჟამინდელი გატაცება, საკოლექციო თოჯინების შექმნაა.

” თოჯინების ფოტოები ვნახე თავიდან ერთ-ერთ საიტზე, რომ გადავამოწმე პოლიმერული თიხით იყო გაკეთებული, მაშინვე მინდოდა მეც გამეკეთებინა თუმცა ამ საკოლექციო თოჯინების კეთებას თავისი ასე რომ ვთქვათ წესები და ეტაპები აქვს და რადგან ჩემით ვერ მოვახერხებდი გავიარე სწავლის კურსი, ახლა უკვე დამოუკიდებლად ვაგრძელებ და იმედია ბევრ ლამაზ თოჯინას შევქმნი.დიდი ხნის სურვილი იყო ეს ჩემი და ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ რომ მომეცა საშუალება ამ ზღაპრულ სამყაროში შებიჯების”,- აღნიშნა სალომე გრემელაშვილმა.

სალომე სახლში მუშაობს, მისი სამომავლო გეგმა კი, სახელოსნოს გახსნააა, სადაც ხელნაკეთ ნივთებთან ერთად- სხვადასხვა ტიპის, მათ შორის პორტრეტული თოჯინების შექმნას და საყვარელი საქმიანობის გაგრძელებას გეგმავს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close