დღის ამბები

სოფელ კაბალში მომავალი კვირიდან საბითუმო ბაზარი გაიხსნება

კახეთში კიტრის დროული რეალიზაციისათვის, მომავალი კვირიდან საბითუმო ბაზარი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში გაიხსნება.

მთავრობის ეს გადაწყვეტილება დღეს მოსახლეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააცნეს.

ამ საკითხზე მუნიციპალიტეტის მასშტაბით საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები დილიდან მიმდინარეობს.

გარდა საბითუმო ვაჭორობისა, უკვე რამდენიმე დღეა ადგილიბრივი მერია ფერმერებისთვის სხვა მუნიციპალიტეტებში გადაადგილების მიზნით საშვებს ყოველდღიურ რეჟიმში გასცემს.

ლაგოდეხში წელს 10 ათას ტონამდე კიტრის მოსავალს ელოდებიან.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close