დღის ამბებისაზოგადოება

თელავში აგროდაზღვევის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, დავით ონოფრიშვილი და სამსახურის წარმომადგენლები, დაზღვევის დღისადმი მიძღვნილი კამპანიის ფარგლებში, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს, გიორგი ალადაშვილს, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებსა და მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდნენ.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულს და მერებს გააცნო სადაზღვევო ინდუსტრიაში არსებული მდგომარეობა, 2023 წლის საბოლოო შედეგები და სამსახურის ფუნქციები მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აგროდაზღვევის პროექტის მნიშვნელობასა და ამ კუთხით კახეთის რეგიონში არსებულ გამოწვევებზე.

დავით ონოფრიშვილმა და გიორგი ალადაშვილმა- მომხმარებლის უფლებების ეფექტური დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრეს, მომხმარებლის უფლებების თაობაზე მათი ინფორმირების აუცილებლობაზე და ამ მიმართულებით სამომავლოდ განსახორციელებელი ღონისძიებები დასახეს.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close