ლაგოდეხირეგიონი

სოფელ აფენში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

სოფელ აფენში, რეკრეაციული სივრცე- საჭიდაო მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ეწყობა.

პარკი შემოიღობება ახალი დეკორატიული ლითონის ღობით, მოეწყობა საბავშვო მოედანი სხვადასხვა ატრაქციონებით, დაიდგმება და დამონტაჟდება სკამები და გარე განათება, ასევე- მოეწყობა დეკორატიული ბილიკები, სპორტული ღია ფიტნეს ტრენაჟორები, სკეიტპარკის და მაგიდის ჩოგბურთის სივრცეები, დასასვენებელი ფანჩატურები. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია საჭიდაო მოედნის სრული რეაბილიტაცია.

” აფენის ცენტრალური პარკი, ერთ-ერთი სასიამოვნო, მწვანე რეკრეაციული სივრცე იქნება, სადაც სიამოვნებით დაისვენებს როგორც ადგილობრივი, ასევე ჩამოსული სტუმარი. პროექტი დაიგეგმა, ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში და ის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება”,- აღნიშნა ჯონდო მდივნიშვილმა.

ცნობისთვის- პროექტის ღირებულება პირველ ეტაპზე 503 823 ლარი, მეორე ეტაპზე კი 601 315 ლარს შეადგენს, საერთო ჯამში – 1 105 138 ლარია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close