დღის ამბებიპოლიტიკასაზოგადოება

თელავში ,,რუსული კანონის” სააგიტაციო მასალა ჩამოხიეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა, თელავის ცენტრალური ქუჩებში, რუსული კანონის მხარაჭერი პოსტერები ჩამოხსნეს.

როგორც თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, გიგი გიგიტელაშვილი განმარტავს- აღნიშნული პოსტერების განთავსება, ევროკავშირში გაწევრიანებას ხელს უშლის და ამის შესაძლებლობას ივანიშვილის პარტიას არ მიცემენ.

“თელავი გაწმენდილია რუსული ნაგვისგან. რუსულია არამხოლოდ ეს კანონი, არამედ რუსულია საჯარო მოხელეებისთვის დავალების მიცემა ფეისბუქზე გააზიარონ რუსული კანონის მხარდამჭერი პოსტები, რუსულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ასეთი პოსტერების განთავსება, ჩვენ არ მივცემთ საშუალებას ივანიშვილის პარტიას ხელი შეუშალოს ჩვენს ევროკავშირში გაწევრიანებას, მათ ბევრი რამ გაუვიდათ, მაგრამ არ მივცემთ შესაძლებლობას რუსულ ორბიტაზე დაგვაბრუნოს”,-  განაცხადა გიგიტელაშვილმა.

ცნობისთვის- რუსული კანონის მხარდამჭერი პოსტერები კახეთში მეორე დღეა გამოჩნდა.

სააგიტაციო მასალა ახალგაზრდებმა ლაგოდეხშიც ჩამოხიეს, პოსტერები ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში იყო გამოკრული.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close