დღის ამბებისაზოგადოება

9 აპრილის გმირის ზაირა კიკვიძის სახლი თელავში დანგრევის პირასაა

ალბათ ყველა თელაველი ამაყობს რომ, ქალაქის ერთ მოკრძალებულ უბანში, არის ქუჩა- რომელიც 9 აპრილს დაღუპული გმირის, თელაველი ზაირა კიკვიძის სახელს ატარებს.

ამავე ქუჩაზეა საუკუნეზე მეტი ხნის ნაგებობა, რომელიც ქისტ განმანათლებელ, მათე ალბუთაშვილსა და მის შთამომავალს, 9 აპრილს დაღუპულ გმირს, ზაირა კიკვიძეს ეკუთვნოდა.

თუ რამდენად საამაყოა, რომ სახლი- რომელიც გმირის სახელთან ასოცირდება, დანგრევის პირასაა, თქვენთვის მოგვინდია, ფაქტი კი ისაა, რომ მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრით დათარიღებული შენობა, დღესაც ნახევრად დანგრეულია.

1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილი ზაირა კიკვიძე, მათე ალბუთაშვილის შვილიშვილის- ალექსანდრე ალბუთაშვილის მეუღლე, ტიციან ტაბიძის დისშვილი და ისტორიკოს აბელ კიკვიძის ქალიშვილი იყო.

ნახევრად ჩამონგრეულ შენობაში, „ქისტი ჩობანის“ ფსევდონიმით ცნობილი მათე ალბუთაშვილი სიცოცხლის ბოლო წლებში, მეოცე საუკუნის 50-იან წლებამდე ცხოვრობდა.

შენობა მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, მას, 1958 წლის, თელავის პირველი გენერალური გეგმის დამტკიცების შემდეგ მიენიჭა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close