დღის ამბებისაზოგადოება

გურჯაანში პოზიტიური მშობლობის საკითხებზე პრეზენტაცია გაიმართა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი განათლების სამმართველოს უფროსმა სპეციალისტმა მარიამ ჩიბუხაშვილმა, გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში, პოზიტიური მშობლობის საკითხებზე
პრეზენტაცია გამართა.

სამინისტროს წარმომადგენელმა ხარისხიანი სკოლამდელი განათლების მნიშვნელობაზე, მშობლისა და აღმზრდელის საერთო მიზანზე, ბავშვის უფლებების დაცვასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.

შეხვედრა, რომელსაც ა(ა)იპ გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების ბაგა-ბაღების მენეჯერები, ბაღების საკონსულტაციო საბჭოს წევრი მშობლები და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ, ა(ა)იპ გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების ორგანიზებით და განათლების სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

აღნიშნული შეხვედრის მიზანს პოზიტიური მშობლობის და ადრეული, სკოლამდელი განათლების როლის შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close