ახმეტარეგიონი

ახმეტაში ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღნიშნეს

ახმეტის კულტურის სახლში, ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე მოწვეულები იყვნენ ღვაწლმოსილი მედიკოსები და ახმეტის კლინიკის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმები.

ღონისძიება მუსიკალურად გააფორმეს ადგილობრივმა ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა, ასევე ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა.

ღონისძიების ბოლოს, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა სიტყვით მიმართა დამსწრე მედიკოსებს, მადლობა გადაუხადა გაწეული ღვაწლისთვის და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close