დღის ამბებიეკონომიკა

145 ათას ფიზიკურ პირს ჯამში 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერება

” კანონპროექტის მიღების შემდეგ, 145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება ჯამში 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება”,- ამის შესახებ, პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით- როგორც ფიზიკურ პირს, ისე ინდივიდუალურ მეწარმეებს სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანება.

” საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეებს სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება, მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით.

კანონპროექტის მიღების შემდეგ, 145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება ჯამში 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close