დღის ამბებისაზოგადოებასპორტი

ქალაქ დედოფლისწყაროში სპორტული დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს

ქალაქ დედოფლისწყაროში, სპორტული დარბაზის სამშენებლო სამუშაოებს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი მუნიციპალიტეტის მერთან, ნიკოლოზ ჯანიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე, ნუგზარ პაპიაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა – სავარჯიშო დარბაზი, ტატამი, საშხაპეები, გამოსაცვლელი სივრცეები და ცენტრალური გათბობა.

სამუშაოები მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და წლის ბოლოს დასრულდება.

ცნობისთვის- პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 1 375 041 ლარს შეადგენს.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close