ლაგოდეხირეგიონი

ლაგოდეხის მერია აცხადებს ვიდეო კონკურსს- “იყავი გარემოს ქომაგი”

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი კამპანია – „იყავი გარემოს ქომაგი!“ იწყება.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, აცხადებს ვიდეო კონკურს, თემაზე – „იყავი გარემოს ქომაგი!“

კონკურსის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვით საკითხებზე, გარემოს ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე.

” თუ ხარ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, 14-29 წლამდე ახალგაზრდა, ჩაერთე და მიიღე მონაწილეობა!

21 აპრილამდე გამოგზავნე, შენი გადაღებული, 2 წუთიანი ვიდეო რგოლი.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე  https://forms.gle/q9gJncWsqEi1jNsNA

გავუფრთხილდეთ გარემოს და ვიზრუნოთ მის დაცვაზე!
შევინარჩუნოთ დასუფთავებული გარემო”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close