დღის ამბებირეგიონისაზოგადოებაყვარელი

კახეთში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში გრძელდება

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

სოფელ ბალღოჯიანში დაგეგმილია 3 კმ – მდე
ასფალტის საფარის დაგება, ხოლო სოფელ შილდაში,
პროექტის თანახმად, 860 გრძივი მეტრი ასფალტის საფარი დაიგება, ორივე სოფელში, ამ ეტაპზე, სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ცნობისთვის, საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და ორივე პროექტის ჯამური ღირებულება 2 მლნ ლარს შეადგენს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close