ლაგოდეხირეგიონი

ლაგოდეხის საბავშვო ბაღებში წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს

ლაგოდეხის საბავშვო ბაგა-ბაღებში, წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღის ფარგლებში, წიგნის და კითხვის პოპულარიზაციის მიზნით, ფართომასშტაბიანი ღონისძიება გაიმართა, სადაც მშობლებმა აღსაზრდელებს საბავშვო წიგნები წაუკითხეს.

ღონისძიებას, მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი, მოადგილესთან, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გაერთიანების წარმომადგენლებთან და მშობლებთან ერთად დაესწრო.

საბავშვო წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღის ფარგლებში, ლაგოდეხის სკოლამდელ დაწესებულებებს, საჩუქრად, სხვადასხვა საბავშვო ლიტერატურა გადაეცა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close