ლაგოდეხირეგიონი

ლაგოდეხში კლინიკა „ოფთალმიჯი“ საქველმოქმედო აქციას გამართავს

ლაგოდეხში, თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“, საქველმოქმედო აქციას გამართავს.

ადგილობრივი მერიის ინფორმაციით- საქველმოქმედო აქცია- 4 აპრილს, 13:00 საათზე-სოფელ ვარდისუბანში და ასევე
4 აპრილს, 15:00 საათზე, სოფელ საქობოში ჩატარდება.

” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“, საქველმოქმედო აქციას გამართავს. პაციენტებს უფასოდ ჩაუტარდება თვალის გამოკვლევა და გაეწევათ მაღალკვალიფიციური კონსულტაცია.
საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ჩატარდება სხვადასხვა სახის ქირურგიული ოპერაცია, ამერიკული ბროლის „Alcon“-ის გამოყენებით.
საკონსულტაციო მიღება:

4 აპრილი, 13:00 საათიდან, სოფელი ვარდისუბანი, ვარდისუბნის ადმინისტრაციული შენობა;
4 აპრილი, 15:00 საათიდან, სოფელი საქობო, საბავშვო ბაღის შენობა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close