დღის ამბებისაზოგადოება

კახეთში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება აქტიურად გრძელდება

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის მერ, გივი ზაუტაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე, ილია მეზაქალაშვილთან ერთად, სოფელ ჭიკაანში სპორტული დარბაზის რეაბილიტაციას ადგილზე გაეცნო.

სოფელ ჭიკაანში სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 237 148 ლარს შეადგენს.

„სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება ჩვენი მთავრობის ერთ – ერთი ძირითადი პრიორიტეტია, კახეთში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული კომპლექსების, დარბაზებისა და მოედნების მშენებლობა. ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით სოფელ ჭიკაანში სპორტულ დარბაზს სრული რეაბილიტაცია უტარდება, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულს დასრულდება და ადგილობრივები შეძლებენ განახლებული სპორტული ინფრასტრუქტურით სარგებლობას”,- აღნიშნა გიორგი ალადაშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close