გურჯაანირეგიონი

სოფელ გურჯაანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილმა სოფელ გურჯაანში მიმდინარე შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მოინახულეს.

აღნიშნულ გზაზე უკვე დასრულებულია სანიაღვრე არხების და ბეტონის საფარის მოეწყობა 430 მეტრი სიგრძის გზაზე, ამ დროისთვის მიმდინარეობს ასფალტის დაგება 900 მეტრზე.

ცნობისთვის- სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, 544 570 ლარით ფინანსდება.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close