დღის ამბებილაგოდეხირეგიონისაზოგადოება

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, გადაუღებელი წვიმის შედეგად, ადიდებულმა მდინარე „კაბალმა“კალაპოტი და ნაპირსამაგრი გაბიონი დააზიანა.

უხვმა ნალექმა, სოფელ ჭიურში, რამოდენიმე მაცხოვრებლის საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთიც დატბორა.

არსებულ ვითარებას, ლაგოდეხის მერი, ჯონდო მდივნიშვილი, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

მობილიზებულია ადგილობრივი სპეცტექნიკა, რომლის საშუალებით მიმდინარეობს ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close