ლაგოდეხირეგიონი

ლაგოდეხელი მარიამ ძამანაშვილი კრივში მოსწავლეთა შორის პირველი ადგილის მფლობელია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლე, მარიამ ძამანაშვილი, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილის მფლობელია.

გამარჯვება, სპორტსმენს, მუნიციპალიტეტის მერმა, პირადად მიულოცა და მადლობის სიგელი გადასცა.

“გილოცავ საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას! გისურვებ წარმატებებს და ახალ მიღწევებს. მსურს, გამარჯვება, მარიამთან ერთად მივულოცო, მის მშობლებს, მწვრთნელს და სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლას. მარიამ ძამანაშვილი და მისი მწვრთნელი, ალექსანდრე ბირუქაშვილი, მერიის წარმატებული სპორტსმენების წახალისების პროგრამის ფარგლებში, ფულად ჯილდოს მიიღებენ”, – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.

საქართველოს ჩემპიონის საზეიმო შეხვედრა, ვარდისუბნის საჯარო სკოლაში გაიმართა. ღონისძიებას, ჯონდო მდივნიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მოსწავლეებთან ერთად.

შეგახსენებთ, მარიამ ძამანაშვილი, ასევე, „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close