დღის ამბებისაზოგადოება

22 მარტი წყლის საერთაშორისო დღეა

გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით 1993 წლიდან 22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

წყლის მსოფლიო დღის დაწესების და აღნიშვნის მიზანია, მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს, როგორი მნიშვნელობა აქვს წყლის რესურსების მოფრთხილებას და მის დაცვას. გლობალური დათბობისა და კლიმატური ცვლილებების ფონზე წყლის რესურსების რაციონალური მართვა და გამოყენება ერთ-ერთი აქტუალური გამოწვევაა.

2024 წელს წყლის მსოფლიო დღის თემაა – წყალი მშვიდობისთვის, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ყველაზე ძვირფასი რესურსის დაცვისა და შენარჩუნების ირგვლივ.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close