რეგიონიყვარელი

ყვარლის მუნიციპალიტეტმა ლიტუვის დელეგაციას უმასპინძლა

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს პლუნგეს მუნიციპალიტეტის დელეგაცია შეხვდა.

როგორც ადგილობრივი მერია აღნიშნავს, ადგილზე გაეცნენ მათი საქმიანობის სპეციფიკას, ისაუბრეს არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებთან დაკავშირებით.

” ყვარლის მუნიციპალიტეტი და მასთან დამეგობრებული პლუნგეს მუნიციპალიტეტი (ლიეტუვას რესპუბლიკა) ერთობლივად ახორციელებენ პროექტს “თანამშრომლობითი ყვარელი”.

პროექტის მიზანია ყვარლის მუნიციპალიტეტში საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, რომლის ფარგლებში, სექტემბრის თვეში, გამოცდილების გაზიარების მიზნით, იგეგმება ყვარლის მუნიციპალიტეტიდან დელეგაციის სასწავლო ვიზიტი ლიეტუვას რესპუბლიკაში.

შეხვედრას ესწრებოდნენ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ილია მზექალაშვილი, მერიისა და საკრებულოს სხვა ხელმძღვანელი პირები”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close