დღის ამბებისაზოგადოება

კახეთში საგზაო ინფრასტრუქტურის- რეაბილიტაციის ნაპირსამაგრი და სტიქიის პრევენცია-ლიკვიდაციის პროექტები მიმდინარეობს

კახეთის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის 12 რეაბილიტაციის , 4 ნაპირსამაგრი და სტიქიის პრევენცია-ლიკვიდაციის პროექტების ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 138 კმ გზას, საიდანაც 110 კმ გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წელსვე დასრულდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით- რეაბილიტირდება ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 33.6 კმ-იანი მონაკვეთი, სადაც ამ დროისთვის მოწყობილია ხელოვნური ნაგებობების 90% და 12 კმ-ზე მოწყობილია ასფალტის საფარი

დასრულების ეტაპზეა ახმეტა-ბაწარას ნაკრძალის საავტომობილო გზის დუისი-ჯიბახევის 8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია

აქტიურად მიმდინარეობს ახმეტა-თელავი-ბაკურციხის უშუალოდ თელავზე გამავალი საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები

რეაბილიტაცია უტარდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სიღნაღის მუნიციპალიტეტთან დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზას.

ცნობისთვის, პროექტებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს, რეაბილიტაციის პროექტების ჯამური ღირებულება 178 მილიონი ლარია. ჯამურად თექვსმეტივე პროექტის ღირებულება კი – 183 მილიონ ლარს შეადგენს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close