დღის ამბებისპორტი

ახმეტაში ზეზვა შათირიშვილის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ტურნირი ჩატარდა

ახმეტაში ზეზვა შათირიშვილის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ტურნირი ჩატარდა.

ტურნირს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ზეზვა შათირიშვილს სპორტსმენთა არაერთი წარმატებულ თაობა ჰყავს აღზრდილი, რისთვისაც საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ჯილდო ორჯერ აქვს მინიჭებული.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა დამსწრე აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, ზეზვა შათირიშვილს ახალგაზრდა თაობის სწორად აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და დამსახურებისათვის მადლობა გადაუხადეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close