გურჯაანირეგიონი

გურჯაანის მერი მოჭადრაკე სარა სალთხუციშვილს შეხვდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, გურჯაანელ მოჭადრაკეს სარა სალთხუციშვილს შეხვდა, რომელიც საქართველოს ჩემპიონია 9 წლამდე ასაკის გოგონათა შორის.

მერმა ახალგაზრდა სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა და წარმატება უსურვა მომავალ ასპარეზობებში.

შეგახსენებთ, სარამ, ფანტასტიკური შედეგით, 9-იდან 9 გამარჯვებით,  ჩემპიონის ტიტული მოიპოვა .

ცნობისთვის, ნორჩი ჩემპიონი გურჯაანის სახელით ასპარეზობს, მისი მწვრთნელი, საერთაშორისო ოსტატი დავით ზარქუაა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close