ლაგოდეხირეგიონი

ჯონდო მდივნიშვილი- “ყველა ლაგოდეხელი კერძო და საჯარო სკოლის პედაგოგი დაჯილდოვდება მერიის წამახალისებელი პროგრამის ფარგლებში”

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, წახალისების მიზნით, პედაგოგი, რომელიც საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის ან კვალიფიკაციის ამაღლების შედეგად მენტორი მასწავლებლის ტიტულს მოიპოვებს,მერიის განახლებული,განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში,წახალისდება და გადაეცემა ერთჯერადად ფულადი ჯილდო.

დღეს, გამართულ შეხვედრაზე ჯონდო მდივნიშვილმა, წარმატებები მუნიციპალიტეტის 5 პედაგოგს მიულოცა და მერიის ახალი პროგრამა დეტალურად გააცნო.

„ყველა ლაგოდეხელი კერძო და საჯარო სკოლის პედაგოგი დაჯილდოვდება მერიის წამახალისებელი პროგრამის ფარგლებში. მასწავლებლის შრომა და პასუხისმგებლობა ფასდაუდებელია. გვაქვს სურვილი, გამოვხატოთ ჩვენი დიდი პატივისცემა და გადავწყვიტეთ პედაგოგის მოტივაციის ამაღლების მიზნით, წელს, პირველად, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, პედაგოგის წახალისებისთვის, თანხა გამოვყავით“, – განაცხადა ჯონდო მდივნშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close